ჩვენი გუნდი

ლალი ცერცვაძე

ლალი ცერცვაძე

აღმასრულებელი დირექტორი
"ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობთ მზრუნველობა მოკლებულ, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან; მოზარდებს ვეხმარებით ასაკობრივი სირთულეების დაძლევაში. ვთანამშრომლობთ მშობლებთან, მიკრო და მაკრო გარემოსთან. ვცდილობთ მოზარდების ცხოვრება უფრო ფერადი, ბედნიერი გავხადოთ, დავიცვათ და დავეხმაროთ ცხოვრებისეული სირთულეების დაძლევაში. თითოეული პროექტი უნიკალურია, განუმეორებელია, სხვადასხვა მიდგომებს და გზების ძიებას მოითხოვს. სწორედ ეს არის ის, რაც მიყვარს."
თეა კაჭარავა

თეა კაჭარავა

ფსიქოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
"მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ბავშვობიდან მაინტერესებდა მათი ინდივიდუალური ბუნების შესწავლა. მოზარდებთან მუშაობა ჩემთვის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს გამოწვევებით სავსეა."
თეა ტყემალაძე

თეა ტყემალაძე

სოციალურ-პედაგოგიური მიმართულების ხელმძღვანელი
თითოეულ მოზარდთან მუშაობა, არის ახალი გამოწვევა, ახალი თავგადასავალი და გამოცდილება. ბედნიერი ვარ, როდესაც ისინი საკუთარ თავში აღმოაჩენენ სიძლიერეს და ცხოვრებას ილამაზებენ.
მაია ახრახაძე

მაია ახრახაძე

სოციალური პედაგოგი
"ყოველი ახალი შემთხვევა ახალი გამოწვევაა ჩვენთვის, რომელიც აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს. წარმატება კი ნიშნავს გაძლიერებულ მოზარდს."
სალომე ჭონიშვილი

სალომე ჭონიშვილი

სოციალური მუშაკი
" სოციალური მუშაობა თავისი არსით არის მხარდამჭერი პროფესია, რომელიც ზრუნავს ინდივიდის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებაზე. ხალხთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა ჩემი მთავარი მოტივატორია."
მარინა გიორგაძე

მარინა გიორგაძე

ბუღალტერი
"ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად სიახლეები მომწონს, გამოწვევები რომლებსაც განვითარებით ვპასუხობ."
ანა ასათიანი

ანა ასათიანი

ქცევითი თერაპევტი
"ყველაზე მეტად, მომწონს ის, თუ როგორ უვითარდებათ და უყალიბდებათ ბავშვებს სხვადასხვა უნარ-ჩვევები და როგორ აისახება ეს მათი ცხოვრების ხარისხზე."
თორნიკე გაბედავა

თორნიკე გაბედავა

სახვითი ხელოვნების ტრენერი
"მოზარდები ყოველთვის მაძლევენ მოტივაციას რომ სიახლე ვეძებო, განვვითარდე მათთან ერთად. მოზადებთან კომუნიკაცია და საბოლოო შედეგი განაპირობებს ჩემი სამუშაოს ხარისხს."
დინა ანთელავა

დინა ანთელავა

ფსიქოთერაპევტი
" ჩემი სამსახურის ყველაზე საუკეთესო ნაწილი არის, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი წილი შევიტანე მოზარდის განვითარებაში. დღეს საკუთარი თავი ჩემი პროფესიის და საქმის გარეშე ვერ წარმომიდგენია."
თორნიკე პაპკიაური

თორნიკე პაპკიაური

ფოტოგრაფიის ტრენერი
"ვფიქრობ კარგად გამომდის მოზარდებთან საერთო ენის გამონახვა და მომწონს მათთან მუშაობა. ვცდილობ მაქსიმალური ვასწავლო და გავუზიარო ჩემი ცოდნა, რომ მომავალში მათი წარმატებით ვიამაყო."
კონსტანტინე მიქაძე

კონსტანტინე მიქაძე

სარესტორნო საქმის მწარმოებელი, ბართენდერი
"მომწონს როცა მოზარდებს ვასწავლი რაღაცა ახალს, რაც შესაძლოა გამოადგეთ დასაქმებაში. ყველა მოზარდს აქვს თავისი ხიბლი, მიხარია, როდესაც მათში ინტერესს და მოტივაციას ვხედავ. "
გიორგი ფეიქრიშვილი

გიორგი ფეიქრიშვილი

ხის მხატვრული დამუშავების ტრენერი
"ჩემს სამსახურში, რა თქმა უნდა ბავშვებთან ურთიერთობა მომწონს, თუმცა გარემო და გუნდი სადაც ვმუშაობ, დიდი კომფორტია ჩემთვის."
მანო წვერავა

მანო წვერავა

ფსიქოლოგი - გეშტალტფსიქოთერაპევტი
როგორც ფსიქოთერაპევტისთვის, ჩემი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესი არის ემოციური კონტაქტი ადამიანებთან. თითოეულ მათგანში უნიკალური პიროვნების მთლიაობაში დანახვა, მთელი მისი რესურსებით და შესაძლებლობებით.
მედეა ბარბარიანი

მედეა ბარბარიანი

არტ თერაპევტი
ჩემს საქმიანობაში ყველაზე მეტად ახალი ადამიანების გაცნობა და მათთან სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბება მომწონს. თითოეულისთვის მასზე მორგებული ტექნიკებისა და სავარჯიშოების შერჩევის პროცესი და სასურველი შედეგის მიღება ჩემი პრიორიტეტია.