სიახლეები

ტრენინგი: კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ექსტერნალიზებული ქცევითი აშლილობების დროს
09 ივლ

ტრენინგი: კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ექსტერნალიზებული ქცევითი აშლილობების დროს

ორგანიზაცია „Divine Child Foundation of Georgia” მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების უნარების გაძლიერებაზე. სწორედ ამ მიზნით, სოციალურ პედაგოგიურ ცენტრის „კომპასი“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა ცხრა დღიანი ტრენინგი „კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია ექსტერნალიზებული ქცევითი აშლილობების დროს“.

 ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცვნენ თეორიულ მასალებს და გამოიმუშავეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • „კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის ზოგადი პრინციპები;
  •  ექსტერნალიზებული ქცევითი აშლილობებისთვის საჭირო ინტერვიუს ტექნიკები;
  • ემოციების რეგულირება;
  • თვითრეგულირების განვითარება;
  • პრობლემური ქცევის გადაჭრის უნარების განვითარება;
  •  მშობლებთან მუშაობის ტექნიკები.

მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს ჩართულობისთვის და ვულოცავთ ტრენინგის წარმატებით დასრულებას!