სიახლეები

სტუმრობა მეცნიერებათა მუზეუმში
24 დეკ

სტუმრობა მეცნიერებათა მუზეუმში

 2021 წლის 14 დეკემბერს სოციალურ პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ წევრი მოზარდები სახალისო მეცნიერებათა მუზეუმს ეწვივნენ. მუზეუმში მათ იხილეს ფიზიკის ექსპონატები, მონაწილეობა მიიღეს ქიმიურ ექსპერიმენტებში და დაესწრენ აზოტის შოუს.

 ვინ თქვა, რომ მუზეუმი და მეცნიერება მოსაწყენია?ჩვენი მოზარდები თავს ნამდვილ მეცნიერებად გრძნობდნენ და თან ბევრი იხალისეს.

გასვლითი ღონისძიების დასასრულს გემრიელი წახემსებისას მოზარდები ერთმანეთს უზიარებდნენ შთაბეჭდილებებს:

 „ფიზიკა და ქიმია საინტერესო და სახალისო ყოფილა!“

 „გავიგე რა არის გრავიტაცია, აი თურმე რატომ ვერ დავფრინავ !„