სიახლეები

ვიზიტი სარაჯიშვილის ქარხანაში
04 ნოე

ვიზიტი სარაჯიშვილის ქარხანაში

დღეს, სოციალურ-პედაგოგიური ცენტრის „კომპასი“ ექვსი ბენეფიციარი ეწვია კომპანია „სარაჯიშვილს“.

კომპანიის წარმომადგენელმა მოზარდებს დაათვალიერებინა ტექნოლოგიური პროცესი სხვადასხვა დარბაზებში, მოუყვა კომპანიის დამაარსებლის - დავით სარაჯიშვილის შესახებ, საქართველოში არსებული ყურძნის იმ ჯიშებზე, რომლებიც გამოიყენება წარმოების პროცესში. მოზარდები ინტერესით უსმენდნენ, სვამდნენ შეკითხვებს და იღებდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაცას.

შეხვედრის ბოლოს „სარაჯიშვილის“ ეზოში მოზარდებს, რომლებმაც დაასრულეს სამ თვიანი კურსი „ბარის და სარესტორნო საქმე“ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.