სიახლეები

სტუმრობა თბილისის ზოოპარკში
22 ოქტ

სტუმრობა თბილისის ზოოპარკში

20 ოქტომბერს „Divine Child Foundation of Georgia” მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარები ეწვივნენ თბილისის ზოოპარკს, სადაც დაათვალიერეს სხვადასხვა ცხოველები და ფრინველები.

აღმზრდელებთან ერთად დაგეგმეს მათთვის სასურველი აქტივობები და ინდივიდუალურად შეარჩიეს ატრაქციონებიც.

ლუკა: ყველაზე მეტად ატრაქციონები მომეწონა. განსაკუთრებით თვითმფრინავი. ცოტა სიმაღლის შემეშინდა თუმცა მომეწონა, რომ თავად შემეძლო მემართა სიმაღლე და სიჩქარე.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილისის ზოოპარკს მასპინძლობისთვის და მხარდაჭერისთვის!