პროექტები

სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი "კომპასი"

სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი "კომპასი"

2019 წლის იანვრიდან გაიხსნა ა(ა)იპ „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯიასა“ (DCFG) და შვეიცარულ ორგანიზაციას „VEBO“ (აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სამსახურის განვითარების ასოციაცია) ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი,   სოციალურ-პედაგოგიური  ცენტრის  „კომპასი“ პროექტის განხორციელება, რომელიც სრულიად ახალი და  ინოვაციური სიტყვაა ბავშვზე ზრუნვის სფეროში.

ფინანსური ინვესტირების გარდა, შვეიცარული მხარე  იღებს პასუხისმგებლობას, გაგვიზიაროს არსებული გამოცდილება;  სამი წლის განმავლობაში გაუწიოს პროექტს მონიტორინგი და მხარდაჭერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2019 წლიდან  12-18 წლის  ასაკის ქცევითი სირთულეების მქონე  მოზარდებისათვის ფუნქციონირებს სოციალურ-პედაგოგიური ცენტრი[U4]   „კომპასი“.

ცენტრში მოზარდებთან მუშაობა ძირითადად მიმდინარეობს ევროპულ ქვეყნებში ფართოდ დანერგილი და აპრობირებული სოციალურ-პედაგოგიური მეთოდებით და საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა თერაპიული მიდგომებით, რაც გულისხმობს როგორც ბავშვის/ მოზარდის რეაბილიტაციას, ასევე იმ გარემოს გაძლიერებას სადაც მოზარდს უწევს ცხოვრება. ეს ყოველივე  ხელს უწყობს ახალი პერსპექტივების დასახვას ახალგაზრდა ადამინის ცხოვრებაში, რაც მათი დამოუკიდებელი ცხოვრების წინაპირობაა.

ცენტრის ბენეფიციართათვის ხდება :  თერაპიული მოტივაციიის ამაღლება; რთულის რთული ქცევის პრევენცია; ქცევის გაცნობიერების ხელშეწყობა; სოციალური კომპეტენციების სწავლება;  სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება.

  მოზარდების ცენტრში გადმომისართება  და ჩართვა მემორანდუმის საფუძველზე  ხდება 2 სტრუქტურიდან:

·         საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო;

·         საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო - არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები და განრიდებული მოზარდები. 

მომსახურების მიღება შეუძლიათ არასრულწლოვან მოზარდებს, თვითდინებით მომართვის შემთხვევაში.

 

ცენტრი ვერ გაუწევს მომსახურებას მოზარდებს;

 

ა) ენდოგენური დარღვევებით;

ბ) გონებრივი ჩამორჩენით (საშუალო და ღრმა)

გ) ნებისმიერი სახის ადიქციით.

მომსახურების მიღების შესაძლებლობის ხანგრძლივობა/ვადები: 3 დან 9 თვემდე თითოეული ბენეფიციარისთვის, საჭიროების შესაბამისად.

მომსახურების საფასური

მომსახურება უფასოა :  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს,  პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გადმომისამართებული მოზარდებისთვის. 

მომსახურება ფასიანია- ცენტრში თვითდინებით შემოსული პირებისთვის საფასური დაანგარიშდება  გაწეული მომსახურების შესაბამისად.