პროექტები

პროექტი - ერთმანეთისთვის

პროექტი - ერთმანეთისთვის

პროექტის მიზანი :მოხუცებისათვის სოციალური იზოლაზიის გადალახვაში დახმარება;

მოხუცებისათვის შრომითი უნარების განვითარება  ხელნაკეთი განმავითარებელი ნაჭრის სათამაშოების კეთებისა და დეკორატიული ყვავილების, ბაღის მცენარეების მოვლის სწავლების გზით; ბავშვებში ეიჯიზმის პრევენციის ხელშეწყობა.

პროექტი განხორციელდა  მოხუცებულთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში “ჩემი ოჯახი” და საქველმოქმედო ფონდში “ბარბარე XII”. მასში ჩაერთული იყვნენ  აღნიშნული დაწესებულებების ზრდასრული ბინადრები და  მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების დივაინ ჩაილდ ფოუნდეიშენ ოფ ჯორჯიასა და “კარიტასის” მოზარდი ბენეფიციარები.

ჩატარდა სესიები, სადაც ტრენერებმა პროექტის მონაწილეებს შეასწავლეს საბავშვო განმავითარებელი ნაჭრის სათამაშოების დამზადება და დეკორატიული მებაღეობის მარტივი ელემენტები.

ბავშვებსა და მოხუცებში უფრო მჭიდრო კავშირის დასამყარებლად და ეიჯიზმის დაძლევის ხელშეწყობის მიზნით,  დაიგეგმა 2 ღონისძიება:

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის დივაინ ჩაილდ ფოუნდეიშენ ოფ ჯორჯიას და „საქართველოს კარიტასის“ ბენეფიციარი მოზარდები ესტუმრნენ მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს და  მათთან ერთად ჩაერთვნენ სათამაშოების კეთებისა და ყვავილების/ნერგების დარგვის  პროცესში .

ბენეფიციარებს, ერთობლივად მოამზადეს კერძები, მორთეს  სუფრა  და მოაწყვეს საზეიმო ვახშამი.

პროექტის ავტორებს მიგვაჩნია, რომ მოხუცთა თავშესაფარში მყოფი ხანდაზმულების ბავშვეთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში ჩართვამ, ერთის მხრივ მოხუცებს დაეხმარა სოციალური იზოლაციის დაძლევაში, თვითშეფასების ამაღლებასა და სხვადასხვა უნარების რეალიზებაში, ხოლო ბავშვებს მისცა სიკეთის კეთების, მოხუცთა მიმართ პატივისცემის, ეიჯიზმის პრევენციისა და სხვადასხვა უნარების განვითარების შესაძლებლობა.

პროექტის ფარგლებში დამზადებული ნაჭრის სათამაშოები,  გადაეცა ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციერებს.

 თავშესაფრების ეზოში დარგულია ყვავილები და ხის ნერგები; მოზარდებსა და ხანდაზმულებს შორის შემდგარია პოზიტიური ურთიერთობები.