პროექტები

საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების,ტრენინგების და დასაქმების გზით

საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების,ტრენინგების და დასაქმების გზით

2017-2019წწ. საქართველოს ჰუმანიტარული ცენტრის „აფხაზეთი“ მიერ ორ

 არასამთავრობო ორგანიზაციასთან  ერთად „დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია“ და საზოგადოება „ბილიკი,“  განხორციელებული ევროკავშირის პროექტი „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების,ტრენინგების და დასაქმების გზით”.

მიზანი იყო _ დახმარებოდა მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროცესში ტრენინგების, სტაჟირების და დასაქმების გზით. 28 თვის განმავლობაში პროექტი ხორციელდებოდა სამ რეგიონში _ კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი და თბილისში, პროექტის მნიშვნელოვნებაზე მეტყველებს იმ მოზარდების მიღწევები, რომლებთანაც გაუმჯობესდა კომუნიკაციის, აზრის გამოხატვის, გუნდური მუშაობის უნარები, ისინი გახდნენ შედარებით ღია, თავდაჯერებული და შეიძინეს მეგობრები. მათი ნაწილი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და წასასვლელი არსად ჰქონდა, დღეს არიან დასაქმებულები და აქვთ საშუალება საკუთარი შემოსავლებით იქირაონ ერთი ოთახი. პროექტში ჩართულმა მოზარდებმა იფიქრეს საკუთარ მომავალ პროფესიაზე, გამოსცადეს თავი სხვადასხვა უნარებში და მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბდნენ სად უნდათ სწავლის გაგრძელება ან მუშაობის დაწყება.

პროექტი თითოეულ მათგანს დაეხმარა დამოუკიდებლობის განმტკიცებაში _ მოზარდები დამოუკიდებლად დადიოდნენ ტრენინგებზე, თავად იღებდნენ სტაჟირების სფეროზე გადაწყვეტილებას, პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ სამსახურში დაკისრებულ მოვალეობას. საპილოტე პროექტის მიზანი იყო _ დახმარებოდა მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების პროექტის ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ სახელმწიფო ზრუნვის პროგრამების მონაწილე მოზარდები, 14-დან 25 წლის ჩათვლით.

მოზარდების პროგრამაში ჩართვა ძირითადად ხდებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს გავლით, ზრუნვიდან გასულ მოზარდებს თავადაც ვიძიებდით და ვრთავდით პროექტში მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.